მაჭარაშვილი – დიპლომატი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად “გავრილოვის ღამედ” არ უნდა მოიხსენიებდეს

დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, არ უნდა საუბრობდეს რადიკალების ენით და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად “გავრილოვის ღამედ” არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს, – ამის შესახებ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, სადაც ის “გავრილოვის ღამეს” ახსენებს.

მისი თქმით, როდესაც საუბრობ 20 ივნისის მოვლენებზე მხოლოდ ხელისუფლების ნეგატიურ კონტექსტში და არ იხსენიებ და არ ამბობ შტურმს საქართველოს პარლამენტზე – ეს ნიშნავს, რომ ფაქტებს ამახინჯებ და ეს არა მხოლოდ დიპლომატიური არ არის, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.

“ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ თუკი მის ქვეყანაში შეერთებულ შტატებში კონგრესზე შეტევა არის არასწორი და ეს ნამდვილად ასეა, დასჯადია და დიახ, ესე უნდა იყოს, მაშინ საქართველოს პარლამენტზე შტურმი, რაც საზოგადოებამ იხილა, რატომ არ უნდა იყოს დასჯადი და რატომ უნდა ითხოვდეს საელჩო იმ ადამიანის ციხიდან გამოშვებას, რომელიც კოორდინაციას უწევდა პარლამენტის შტურმს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამნიძე – საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება და არჩევნები არ გვინდა, არასწორია
შემდეგი სტატიაუკრაინის შს მინისტრი – უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს