მაჭარაშვილი – დიდი დრო არ არის გასული, რაც უკრაინაში სააკაშვილი სახურავიდან სამარცხვინოდ ჩამოჰყავდა უკრაინის სპეცრაზმს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, უკრაინა საკუთარი მოქალაქეების მიმართ ყურადღებიანი იქნება და მათ კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იქნება.

გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ, ვლადიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

„ზელენსკის საჯარო გამოსვლა გვახსოვს, როცა დაგმო ის ფაქტი, როცა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი დაუკითხავად გადაკვეთა. დიდი დრო არ არის გასული, როცა უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სახურავიდან სამარცხვინოდ ჩამოჰყავდა უკრაინის სპეცრაზმს, შემდეგ თმებში წვდნენ, თრევით შეიყვანეს. საზოგადოებას ეს კადრები ძალიან კარგად ახსოვს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სააკაშვილი ბადრაგს პირიქით, წინააღმდეგობას უწევდა და არ მგონია, ეს ფაქტები ერთმანეთთან ოდნავ მაინც შესადარებელი იყოს.

გასაგებია, რომ უკრაინა მისი მოქალაქეების მიმართ ყურადღებიანი იქნება და კარგად იციან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება, მაგრამ შედარებისას გავიხსენოთ, სამწუხაროდ, რა ხდებოდა უკრაინაში და რა ხდება საქართველოში, როცა პირიქით ხდება ის, რომ სამწუხაროდ, პატიმარი იმდენს ბედავს, რომ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოს ემსახურებიან. მეგობრული ურთიერთობა ყველასთან გვინდა, მაგრამ ჯერ ჩახედონ თავის სასჯელაღსრულების სისტემას და შემდეგ საქართელოსას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკირკიტაძე – ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აქციებით და უცხოელი პარტნიორების დახმარებით სიმართლე ძალიან მალე იზეიმებს
შემდეგი სტატიათელავში “გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებული პერფორმანსის დროს მწერალი ტორესა მოსი დააკავეს