მაჭარაშვილი – დასანანია, რომ ეროვნუოი ბანკის საბჭოს წევრებს ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს

დასანანია, რომ ეროვნუოი ბანკის საბჭოს წევრებს პრინციპულობა არ აღმოაჩნდათ, როცა საკითხი დადგა სამშობლოსა და კონსტიტუციის დაცვისთვის, მათ ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ისტორია იწერება.

„ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ისტორია იწერება. ისე არ არის, ზეწოლას ვეღარ გავუძელი და გადაწყვეტილებას მივიღებო. არ ვიცი, ასეთი არასწორი და დასანანი გადაწყვეტილება, მაგრამ შესაბამისი ზეწოლა იყო, ამას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი – ზეწოლა უცხოური ძალებისგან. ძალიან კარგად მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. აქ ფარცხალაძის დაცვაზე არ იყო საუბარი. მიხვდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიცავდით, მაგრამ სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ პრინციპულობა არ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეების დაცვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ესტონეთის პრეზიდენტთან განვიხილეთ გრძელვადიანი პარტნიორობა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში
შემდეგი სტატიადარჩიაშვილი – პრემიერის აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე საკითხი ეხებოდა ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და იმ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა