მაჭარაშვილი – ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას კი ხელისუფლებაში მოსვლა, როცა მიზნები განსხვავებულია, შეთანხმება რთულია

ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ გვინდა ისეთი გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, მათ უნდათ ისეთი გეგმა, რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოზიციები განსხვავებულია, შეთანხმება რთულია.

„პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიზნები. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ გვინდა ისეთი გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, მათ უნდათ ისეთი გეგმა, რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანს. ეს არის განსხვავება და როცა მიზნები განსხვავებულია, შეთანხმება რთულია. მათი განცხადებები იყო, რომ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს ევროკომისიის მოთხოვნებს და აქციაზე ხალხის მისვლა დააანონსეს, თუმცა როცა დაინახეს, რომ დავიწყეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, საზოგადოებას უთხრეს, რომ ეს ის გეგმა არ არის, რაც თქვენ გგონიათ და ჩვენ შევქმნით გეგმას, რომელიც ხელისუფლებაში მოგვიყვანსო. აქციაზე მისული საზოგადოება ელოდებოდა, რომ ნახავდნენ გეგმას, როგორ შევიდოდნენ ევროპაში, თუმცა დახვდათ გეგმა, როგორ მოვიდოდა ოპოზიცია და არასამთავრობო ხელისუფლებაში, ამიტომ მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალი იწყება
შემდეგი სტატიაევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეიდან კონსულტაციები იწყება