მაჭარაშვილი ათწლიან გეგმაზე: არსებობს რისკი, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი განაწყონ ნიჰილისტურად

“ერთგვარი პრეცედენტი შეიძლება დავარქვათ ქართულ რეალობაში, როდესაც ქვეყანას გააჩნია ათწლიანი გეგმა. ერთი მხრივ, ეს ინვესტორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ შორს გათვლილი პერსპექტივა გამოიყენოს და ბიზნესისთვის, რომ ასევე გააფართოოს თავის ბიზნესი. აქ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას როგორ მიეწოდება ეს გეგმა.

სამწუხაროდ, არსებობს რისკი, რომ თავიდანვე ამ გეგმის მიმართ საზოგადოების რაღაც ნაწილი განაწყონ ნიჰილისტურად. ეს ათწლიანი გეგმა საზოგადოების სტაბილურობის განცდას შეუწყობს ხელს. როცა მოქალაქე ცხოვრობს ქვეყანაში, რომელსაც აქვს ათწლიანი გეგმა, მისი განცდა ნამდვილად არის სტაბილური. ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორ და რა ფორმით აპირებთ ამის საზოგადოებისთვის გაცნობას.”- ეს შეკითხვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პლენარულ სხდომაზე დასვა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშისამნიძე პრემიერს მიმართა: მიეცით გარანტია ყველას, რომ ღირსების მარშზე დაცულები იქნებიან
შემდეგი სტატიაინჯია პრემიერს: თქვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა იმედი ჩაგვისახა