“ხალხის ძალის” ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუ ამერიკა ერთი კონგრესმენის ნათქვამს შეასრულებს, ხელისუფლება რუსული კანონის ნაცვლად, “ფარას” კანონს თარგმნის და მას მიიღებს. საუბარია ამერიკასთან ვიზალიბერალიზაციასა და სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე.
ამასთან, მაჭარაშვილი აშშ-გან ითხოვს, “შეწყვიტონ საქართველოში შავი ფულის ხარჯვა და საქართველოს ხელისუფლების შეურაცხყოფა”.
“თუ ამერიკა შეასრულებს რაც თქვა ერთმა კონგრესმენმა, სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს, პირდაპირ ფრენებს დანიშნავს, ვიზალიბერალიზაციას ცალმხრივად მიიღებს, ჩვენ ამ კანონის ნაცვლად ამერიკაში რომ მოქმედებს, „ფარას“ რომ უწოდებენ, ვთარგმნით და მივიღებთ ამას. ეს პასუხი გადაეცით მრჩეველს პრეზიდენტისას. თუ უცხო ქვეყნიდან შეწყდება ამ შავი ფულის ხარჯვები, რიტორიკა საქართველოს შეურაცხყოფაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრ რაღაცას თავიდან კიდევ ერთხელ გადავხედავთ, – ამბობს მაჭარაშვილი.