მაჩალიკაშვილთან პარლამენტის წინ, სუს-ის წარმომადგენლები მივიდნენ

პარლამენტის წინ, მალხაზ მაჩალიკაშვილთან სუს-ის წარმომადგენლები მივიდნენ და განუცხადეს, რომ დღეს იგი 15:00 საათზე სუს-ში უნდა გამოცხადეს. ამასთან, სუს-ის წარმომადგენელმა სთხოვა, რომ გამოცხადების უწყება ჩაებარებინა და ხელი მოეწერა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა კი უწყებას არც ხელი მოაწერა და არც ჩაიბარა.

როგორც მან განმარტა, ამის თაობაზე ჯერ მის ადვოკატებს დაელაპარაკება და მერე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილს ვაკის პარკში მოქალაქეთა ნაწილი შეძახილებით: “მოღალატე” შეხვდა
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მისვლაზე – რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი