მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა დღეს გასაჯაროვდება

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რა მანძილიდან განხორციელდა გასროლა სპეცოპერაციის დროს, დღეს გახდება ცნობილი.

კუბლაშვილი 22 იანვარს თბილისის პროკურატურაში, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ფარგლებში, ბიოლგიურ დასკვნას გაეცნო. მისი განმარტებით, ტყვიაზე არ ფიქსრიდება მაჩალიკაშვილის სისხლის კვალი. ეს ადვოკატს ეჭვს უჩენს, რომ საქმის მასალებს სხვა ტყვია დაურთეს მტკიცებულებად.

თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

banner
წინა სტატიაშითბილისში ერთ-ერთი ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, აღსაზრდელებს შემოწმება ჩაუტარდებათ
შემდეგი სტატიათომას ბახი საქართველოში მთის კურორტების განვითარების პერსპექტივებით დაინტერესდა