მაჩალიკაშვილს სუს-ში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოკითხავენ

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მაჩალიკაშვილი სუს-ში 12:00 საათზე მივა.
როგორც მისმა ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოკითხავენ.
ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ უკვე გაასამართლა ბრალდებულები და განაჩენიც გამოიტანა, თუმცა საქმის ნაწილი გამოყოფილია და მასზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია რატომ იბარებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს გამოკითხვაზე ახლა და რატომ არ მოხდა მისი გამოკითხვა გამოძიების დასაწყისშივე.
მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დაკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს.

banner
წინა სტატიაშიაჭარისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
შემდეგი სტატიასმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ხელახალ ექსპერტიზას ითხოვს