მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, პანკისის ხეობის მიმართ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის გაგრძლებაა – პანკისელები მთავრობის მეთაურს მიმართავენ

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, პანკისის ხეობის მიმართ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის გაგრძლებაა, რაც ადგილობრივებს დაუცველობის განცდას უჩენს და ღრმა უნდობლობას იწვევს – ეს არის ციტატა მიმართვიდან, რომლის ავტორი პანკისი ხეობის მოსახლეობა, ადრესატი კი პრემიერი, ძალოვანი უწყებები, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და პარლამენტია.

პანკისის ხეობის მოსახლეობა საკუთარი მოთხოვნებით უკვე ქუჩაში გადის. თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯას პანკისელები, საპროტესტო აქციაზე მოითხოვენ.

გარდა ამისა, სოფელ დუისის მოსახლეობა ხეობაში ჰესების მშენებლობას და პოლიციის ზეწოლასა აპროტესტებს.

ადგილობრივების განცხადებით, მას შემდეგ რაც აქცია დაანონსდა, აქტივისტები პოლიციაში დაიბარეს.

როგორც ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილი, აცხადებს, პირებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ პოლიციაში იბარებენ და შემდგომ მათ გადაბირებასა ცდილობენ.

„ყველა აქტივისტის დაბარება დაიწყეს, თითქოს და მოლაპარაკების მიზნით, მათთან კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში, არის ასე ვთქვათ, ძალიან დაძაბულ რეჟიმში და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოსახლეობა, ასე ვთქვათ, გადაიბირონ ან კიდევ მოახდინონ მათი შეშინება და გაჩერება,“ – განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა.

როგორც აქტივისტები ყვებიან, მათი დაბარება კახეთის სამხარეო პოლიციაში ხდება.

„როგორც ვიცი, კამათის რეჟიმში წარიმართა ეს მოლაპარაკებები და შეთანხმების გარეშე წამოვიდა ეს დაბარებული ხალხი, ისინი მაინც ეწინააღმდეგებიან ჰესის მშენებლობას,“ – აცხადებს ბორძიკაშვილი.

პანკისში, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის მიმართვა გიორგი გახარიას – „დიდი ხანი არ არის, რაც თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით, მაგრამ უკვე მოიპოვეთ ხალხის ნდობა და პატივისცემა“
შემდეგი სტატია„თარხან ბათირაშვილის მეუღლე სტამბოლში არ არის გადმოსული” – ბათირაშვილის მამა რძლის დაკავებას არ ადასტურებს