მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების საკითხზე გადაწყვეტილება კვლავ არ არის მიღებული

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საზღვარგარეთ მისი ტრანსპორტირების თაობაზე კონსილიუმის მეორე ეტაპი დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.

როგორც ზაზა ლურსმანაშვილმა განმარტა, ჯერჯერობით ღიად რჩება საკითხი, რამდენად დასაშვებია თემირლან მაჩალიკაშვილის ტრასპორტირება სააზღვარგარეთ სამკურნალოდ, ვინაიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმე რჩება. მისივე თქმით, კიდევ ერთი კონსილიურმის მოწვევაა დაგეგმილი.

„ჩატარდა კონსილიუმი, მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით. ჯერჯერობით იყო სიტუაციების გაცნობა, დამატებითი დეტალები განიხილეს, ახლა მიმდინარეობს ამ დეტალების კიდევ უფრო საფუძვლიანად შესწავალა. შემდგომში კიდევ ჩატარდება კონსილიუმი და ამის შემდეგ იქნება უფრო კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. თუ დადგება ტრანსპორტირების საკითხი, ბუნებრივია, ეს მოხდება საჰაერო გზით, ვინაიდან ავტომანქანით მისი გადადგილება რისკებთან არის დაკავშირებული. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კონსილიუმს არ მიუღია. იყო ძალიან აქტიური მსჯელობა, ამ პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც, ცოტა მოგვიანებით შედგება კონსლიუმი და ამის შემდეგ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

როგორც ექიმმა განმარტა, ბოლო 24 საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა პრაქტიკულად არ შეცვლილა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება. მისივე განმარტებით, მკურნალობის პროცესში მოსკოვიდან ჩამოსული ექიმიც არის ჩართული.

„ამ ექიმმა არ ჩათვალა საჭიროდ ნეიროქირურგიული ჩარევა და რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდა პაციენტის რეანიმაციულ მოვლაზე“, – განაცხადა ექიმმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორებს კანფეტები ესროლეს
შემდეგი სტატიამერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას არ აპირებს