მაჩალიკაშვილის საქმე – სპეცოპერაციის დროს გამოყენებული იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები დღეს გახდება ცნობილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.
საუბარია პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ ექსპერტიზაზე.
დასკვნის გასაჯაროებამდე მაჩალიკაშვილების ადვოკატმა საგამოძიებო უწყებას, ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა საგამოძიებო უწყებიდან უარი მიიღო.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზის დასკვნა არასრულყოფილი და მიუღებელი იქნება, ისინი შუამდგომლობის ძალაში დატოვებას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან
შემდეგი სტატიაჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა დღეს განახლდება