მაჩალიკაშვილის ოჯახს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ჩავა თუ არა თბილისში მთავარ პროკურორთან შესახვედრად

დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ჩავა თუ არა თბილისში მთავარ პროკურორთან შესახვედრად. ამის შესახენ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახი ხეობის გადაწყვეტილებას დაელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

“ჩვენ გვინდოდა აქ ჩამოსულიყო პროკურორი. ახლა გვითხრეს, რომ მხოლოდ ოჯახის წევრებს შეგვიძლია ამ შეხვედრაზე მისვლა. არადა ხეობიდან არიან მსურველები, ვისაც შეხვედრაზე წამოსვლა უნდა. არ ვიცი, როგორ იქნება, ველოდები მე ჩემი ხეობის ხალხისგან პასუხს და ისე მოვიქცევი. პასუხი საღამოს მეცოდინება”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მთავარი პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრას ხვალ სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრას ხვალ სთავაზობს
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერიასთან აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა