მაჩალიკაშვილის მამა: აქციები აუცილებელია, სხვაგვარად არაფერი გამოდის

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ის უფროსის, სპეცოპერაციის ხელმძღვანელების, სპეცრაზმელის დასჯას და შვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს:

“ორშაბათს ჩამოვალ თბილისში. სხვა საკითხებთან ერთად, აქციებსაც დავგეგმავთ. აქციები აუცილებელია, სხვაგვარად არაფერი გამოდის. მოვითხოვთ სუს-ის ხელმძღვანელ გომელაურიდან დაწყებული, სპეცრაზმელის ჩათვლით, სპეცოპერაციაზე ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას. მოვითხოვთ, თემირლანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და აღიარონ მისი უდანაშაულობა. თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ჩემი ბავშვი უდანაშაულოა. ამათ რაღაც უბედური შეცდომა ჩაიდინეს, რომლის აღიარება არ უნდათ. სუს-ი ისეთი ჩამოყალიბებული სისტემაც არ არის, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს. არაოფიციალურად აღიარებენ შეცდომას, მაგრამ ამას საქვეყნოდ არ იძახიან. ეს დანაშაული არ უნდა ვაპატიოთ. ჩვენი ხალხი ამაზე ძალიან სწუხს. თბილისში ვგეგმავთ აქციებს”.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა მუხიანში – შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახიშვილი ლომჯარიას შეხვდა