მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. ტექსტის საბოლოო ვერსიას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დღის მეორე ნახევარში გაეცნობა.

„გავეცნობი ტექსტის საბოლოო ვარიანტს და თუ ყველაფერი წესრიგში იქნა, მოვაწერ ხელს, რის შემდეგაც მას გამოძიება წაიღებს. დასკვნაში ყველა ის საკითხი დაფიქსირდება, რაზეც პირველივე ეტაპზე ვისაუბრე, მათ შორის ისიც, რომ შუბლის ნაწილი განადგურებული იყო, რის გამოც სროლის მანძილის დადგენა შეუძლებელი იყო“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი, ამის დასადგენად კვლევა აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : ცხადია, პრემიერის ასეთი მიმართვებით პრობლემა ვერ გადაწყდება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა გადადგა რთული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა – აბაშიძე