მაჩალიკაშვილი: რაც აქციაზე მოხდა ეს იყო შეურაცხმყოფელი – დრო იტყვის თავის სათქმელს

მალხაზ მაჩალიკაშვილი, 16 აპრილს “რიონის დამცველთა” აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ეს იყო, მისთვის და მისი მეგობრებისთვის შეურაცხმყოფელი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ეპასუხება აქციის ორგანიზატორებს:

“დიახ, ეს იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის შეურამცყოფელი რაც მოხდა იმ აქციაზე ქუთაისის თიატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ამ ინციდენტის 100 ბით ადამიანი აკვირდებოდა მაგრამ ხმა არავის ამოუღია იმ მომენტში ეხლა რაც შეეხება ვარლამ გოლეთიანის განცხადებას. მე პირადად იძულებული ვხდები რომ ვუპასუხო ჩემი პატივისცემის მიუხედავად ყველა იმ ახალგაზრდის ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის და თავისი ქვეყნის კეთილ დღეობისთვის აქ ამ აღნიშნულ განცხადებაში წერია რომ მაჩალიკაშვილი გააძევეს ესეც ჩემთვის შეურამცყოფელია მაჩალიკაშვილი არავის მისცემს უფლებას ვინმეს რომ საიდანმე გააძევონ მე მგონი, მაგისი ძალა შემწევს. მაჩალიკაშვილი გაერიდა იქაურობას თვითონ რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე, რომ მიხვდა პროვოკაციას უმზადებდნენ რომ მიხვდა მაჩალიკაშვილი მათთვის არასასურველი სტუმარი იყო მე ჩემი რომიმე აქციიდან ან მსგავსი ადგილიდან გაძევების უფლებას არავის მივცემ და ბოლოს ეს ჩემთვის პირველი შეურაცყოფა არ არის და არც ახალი ამბავი ამ 4 წლიანი ჯოჯოხეთური გზაზე მე აქეთ გიხდით ბოდიშს თუ ჩემი ჩამოსვლით პრობლემები შეგიქმენით და თხოვნა მექნება ამ თემაზე არავინ ისაუბროს მეტი და ასევე თხოვნა მექნება ამ პოსტზე შეურამწყოფელი კომენტარები არ გაკეთდეს დრო იტყვის თავისი სათქმელს ერთი ვიცი ორგანიზატორი თუ ხარ პასუხიც უნდა აგო ნებისმიერის საქციელზე. მე დღემდე ასე მოვდივარ და ხელებს არავისკენ არ ვიშვერ 1 წ და 9 თვე მარტო ერთ დროულად გავატარე პარლამენტთან და თუ ვინმე შეცდომას დაუშვებდა ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებდი მე ასე ვიცი ალბათ, თქვენ სხვანაირად გესმით გამარჯვება მშვიდობა გქონოდეთ პატივისცემით ვახა მაჩალიკაშვილი”, – წერს მაჩალიკაშვილი.

“რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის რიონის ხეობის მცველებმა აქციიდან გააძევეს, არის სიცრუე და სპეკულაციას.

banner
წინა სტატიაშიR2: არასრულწლოვნის თანდასწრებით ზანგურის სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადავიღეთ
შემდეგი სტატია“ალტ ინფო” – დღეს თბილისში “ნამახვანჰესისს” მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გაიმართება