მ სუს-სა და კახა ბუხრაძეს შორის, დაპირისპირების შედეგი იყო ბათუმის მოვლენები

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გია ხალვაში, პოლიციის სამმართველოს უფროსს, კახა ბუხრაძეს, მასზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს.

„კახა ბუხრაძისგან პირდაპირ მქონდა ასეთი რამ, რომ მე ბუნტს ვტეხ სამმართველოში. ჩემზე მიდიოდა ზეწოლა, ამას უყურებდნენ სხვები, თანამშრომლები, რომლებიც უკვე თავისთავად ემორჩილებოდნენ იმ სიტუაციებს,“ – აცხადებს გია ხალვაში.

ის 11 მარტს ბათუმში დაწყებულ აქციას იხსენებს და აცხადებს, რომ ხალხი სპონტანურად შეგროვდა, რომლებიც პატრულის ქმედებებს აკრიტიკებდნენ.

„დაკავებას მოჰყვა აგრესია, რომ პატრული გვექცევა მკაცრად, ამის შემდეგ განვითარდა უკვე ის მოვლენები, რაც მოხდა,“ – განაცხადა გია ხალვაშმა.

მან გაიხსენა, რომ ჯიმი ვარშანიძის დაკავებამდე, მათ სხვა მოქალაქე დააჯარიმეს. სასამართლო ჩვენების დროს კი მისი მეწქყვილე არ გამოცხადდა, მიზეზად კი მასთან საუბარში ცოლის საქმიანობა დაასახელა, რომელიც სუს-ში მუშაობდა.

გია ხალვაშმა აღნიშნა, რომ სუს-სა და კახა ბუხრაძეს შორის, დაპირისპირების შედეგი იყო ბათუმის მოვლენები. მან ასევე აღნიშნა, რომ გენერალურ ინსპეციას მოკვლევაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებს სამსახურეობრივი საიდუმლო გაანდო.

“საბოლოო დასკვნაში მითითებულია ჟურნალისტებთან ურთიერთობა. თითქოს მე ჟურნალისტებს ვაცნობე სამსახურეობრივი საიდუმლოების შესახებ. მაგრამ მე ასეთი რამე ჟურნბალისტებთან არ მისაუბრია. მაგრამ ხაზგასმით იყო რუსთავი 2-თან საუბარი,” – განაცხადა გია ხალვაშმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციის უფროსი გაცილებით მაღალი ჯარიმების დაწერას ითხოვდა
შემდეგი სტატია2 ავარია თემქაზე – გარდაცვლილია ერთი ადამიანი