“მ 24” – ბაჩო კიკაბიძე ახალი ტელევიზიის ბადის წარდგენას გეგმავს

ბაჩო კიკაბიძის შპს ტელეკომპანია მაესტრო მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს. არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარეგულირებლისთვის უკვე სამაუწყებლო ბადის წარდგენას გეგმავს, რის შემდეგაც ახალი ტელევიზია ეთერში გავა არა მაესტრო 24-ის, არამედ მ 24-ის სახელწოდებით. ახალი ტელევიზია ეთერში ძველი შენობიდან გავა და მასში მაესტროს ის თანამშრომლები გააგრძელებენ მუშაობას, რომლებსაც განცხადებები უკვე დაწერილი აქვთ.

„დავემორჩილე კანონს, შევცვალე ლოგო და მაესტროს სავაჭრო ნიშნის შემცვლელი ნიშანი ამოვიღე მაესტრო 24-დან და დავტოვე მ 24,”- აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.

ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს თანამშრომლებს მოსალაპარაკებლად ისევ საკუთარ სახლში დღეს 5 საათზე ელოდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი მაია მელიქიძემ შეცვლა
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა