ქალაქ ლვოვზე გასულ ღამეს და 19 სექტემბრის დილას მასობრივი საჰაერო შეტევა განხორციელდა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა: მინიმუმ, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე – დაშავდა.
“შაჰიდები” ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაფრინავდა, რამდენიმე ცენტრალურ მოედანზე ჩამოვარდა. ქალაქის თავზე მოტრიალე 23 “შაჰიდიდან” უკრაინელებმა 17 გაანადგურეს.