11.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ლვოვში უკრაინის რადას ყოფილი თავმჯდომარე ანდრეი პარუბი დაცხრილეს [video]

ლვოვში ქილერმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ქვეყნის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე ანდრეი პარუბი.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა პარუბი ქუჩაში, ფეხით გადაადგილდებოდა. სავარაუდოდ, ქილერმა წინასწარ იცოდა მისი გადაადგილების დეტალები, ის მას მიტანის სერვისის კომპანიის კურიერის ფორმაში გადაცმული ელოდებოდა.

როცა ტროტუარზე პარუბიმ ჩაიარა, ქილერი მას ფეხდაფეხ მიჰყვა, ზურგიდან იარაღი დაუმიზნა და რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი ტერიტორია სირბილით დატოვა.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა უკრაინას რუსეთის სიღრმეში ტერიტორიის დაბომბვის უფლება მისცა
შემდეგი სტატიაილოვაისკის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა – რატომ არ უნდა ვენდოთ პუტინის რუსეთს?