ლვოვში რუსულ ბანკებს “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლეს

ლვოვის ცენტრში (უკრაინა), უცნობებმა რუსულ ბანკებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს – ადგილობრივი მედია წერს.
ფრანკოს ქუჩაზე მდებარე ბანკში, წარმოქმნილი ცეცხლის გამო შენობის ბანკის განყოფილება სრულიად დაიწვა – მეხანძრეებმა მხოლოდ ზედა სართულების გადარჩენა შეძლეს.
მომხდარიდან დაახლეობით ერთ საათში იგივე განმეორდა ჩერნოვოლას პროეპექტზე, თუმცა, ამ შემთხვევაში შენობა მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანდა.

მოგვიანებით უცნობებმა “მოლოტოვის კოქტეილები” სტრიისკის ქუჩაზე განთავსებულ ბანკს დაუშინეს – ბანკის ერთი ოთახი სრულიად დაიწვა.
ცეცხლის შედეგად დაშავებულები არ არიან.

banner
წინა სტატიაშიმოხსენება: ახლო აღმოსავლეთი შეიარაღებას აძლიერებს
შემდეგი სტატიამოხსენება: კადიროვის პირადი არმია