ლუჟკოვის ვიზიტს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ვიზიტს საქართველოში, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება:
“ლუჟკოვის ბრძანებით, 2009 წელს, ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის გადამწვარი ნასახლარები მიწასთან გაასწორეს და ზედ “მოსკოვის რაიონი” დააშენეს, თავისი სამხედრო ყაზარმებით. უკვე მანამდე ბევრად ადრე, 2004 წლის აჭარის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ის პერსონა ნონ გრატად გვყავდა გამოცხადებული და მაშინდელი ოფიციალური ვიზიტების დროს, მასთან პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრაზეც კი, ყოველთვის უარს ვამბობდი.
მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ! სიმბოლურია, რომ ჩვენ ლუჟკოვს და მის ამფსონებს 2004 წლის 6 მაისს, გიორგობაზე ამოვუკვეთეთ ფეხი საქართველოდან, ამათ კი, იგივე დღეს, გიორობაზე მიიღეს და უგალობეს კიდევაც! მურვან ყრუსაც უგალობებდნენ? შაჰ აბასსაც უგალობებდნენ? პუტინსაც უგალობებენ?-წერს სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე

banner
წინა სტატიაშიიური ლუჟკოვი – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, საქართველო უკეთ იგრძნობს თავს
შემდეგი სტატიარუსეთი კვლავ განაგრძობს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაწყებულ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ცინიკურ პოლიტიკას