ლუქსემბურგში მომავალი წლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

ლუქსემბურგი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულიად უფასო გახდება -ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
2019 წლის ზაფხულიდან ტრამვაი, მატარებლები და ავტობუსი უფასო გახდება. ამავე დროს, ჯერ-ჯერობით, გადაწყვეტილი არ არის როგორ გაყონ პირველი და მეორე კლასის ვაგონებს შორის სხვაობა.
ამ დროისთვის ლუქსემბურგში მგზავრობა 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის არის უფასო ,კანონი გასული ზაფხულიდან მოქმედებს.გარდა ამისა, გარეუბნების მოსახლეობა მგზავრობაში მხოლოდ ორ ევროს იხდის.

ლუქსემბურგში საშინელი საცობებია. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ 600 ათასიან ქვეყანაში, სადაც ყოველდღე 200 ათასი მანქანა შემოდის სხვა ქვეყნებიდან, თითქმის ყველა მანქანით მოძრაობს. 2016 წლის მონაცემებით, მძღოლებმა საცობში დაახლოებით 33 საათი დაყვეს.

banner
წინა სტატიაშიკანადაში Huawei-ის ფინანსური დირექტორი დაიჭირეს
შემდეგი სტატიაფილიპინების პრეზიდენტმა მღვდლების დახოცვისკენ მოუწოდა