14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზედაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი კურსით მიდის“, – განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული გზა – რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები ევროკავშირისთვის მიუღებელია.

საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რამდენიმე მინისტრმაც გააკეთა. ძირითადი გზავნილები იყო ის, რომ ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა ქართველი ხალხის არჩევანია, ევროკავშირი ქართველი ხალხის ევროპული მომავლის მიმართ ერთგულია და მხარს დაუჭერს მათ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

შეხვედრის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე იგეგმება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა და სუდანის საკითხების განხილვაც.

banner
წინა სტატიაშიკიასტუტის ბუდრისი სანქციებზე – დავაგვიანეთ, საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უარესდება
შემდეგი სტატიარუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნა უნდა გავაგრძელოთ