15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ლუქსემბურგის აეროპორტი უცნობი დრონების დაფიქსირების გამო დროებით დაიხურა

ლუქსემბურგის აეროპორტი უცნობი დრონების დაფიქსირების გამო დროებით დაიხურა.

ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

ეროვნული ავიაკომპანია ლუქსეირის ინფორმაციით, აეროპორტის მუშაობის შეჩერების გამო, პრობლემა 1 800-ზე მეტ მგზავრს შეექმნა. მათივე ცნობით, ავიარეისები ბრიუსელის, პარიზისა და ფრანკფურტის აეროპორტებში გადამისამართდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ შეფერხებები შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს.

“ჩვენ ვითარებას ვაანალიზებთ. ეს ლუქსემბურგისთვის ახალი შემთხვევაა, თუმცა ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ეს ახალი არ არის. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“,– განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერმინისტრმა ლუკ ფრიდენმა.

banner
წინა სტატიაში“ძლიერი საქართველო”- დედოფლისწყაროს #1 სკოლა, რომლის მშენებლობისთვის 15.9 მილიონი გამოიყო, ახალი სასწავლო წლისთვის ვერ გაიხსნა
შემდეგი სტატიარასა იუკნევიჩიენე: არ ვაღიარებთ ხმის მიცემას ან მის შედეგებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში