ლუქსემბურგი უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვას მოითხოვს

ლუქსემბურგი უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვას მოითხოვს

5ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინსიტრი ჟან ასალბორნი ევროკავშირს უნგრეთის გაერთიანებიდან გარიცხვისკენ მოუწოდებს, რადგანაც ბუდაპეშტი “ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს მასობრივად არღვევს” -წერს “ბიბისი”.
“ჩვენ ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მასობრივ დარღვევებს ვერ დავუშვებთ. როცა სახელმწიფო ლტოლვილების წინააღმდეგ კედელს აშენებს ან არღვევს დამოუკიდებელი მედიის ან სასამართლოს თავისუფლებას ისე, როგორც უნგრეთი, ის დროებით, ან აუცილებლობის შემთხვევაში, სამუდამოდ უნდა გაირიცხოს ევროკავშირიდან” – ამბობს ელესბორნი გერმანულ Die Welt-თან საუბარში.

პარასკევს ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთს სლოვაკეთში შეხვდებიან, სადაც ევროკავშირის მომავალზე ისაუბრებენ.
“უნგრეთი შორს არ არის ბრძანებისგან, რომ მიგრანტებს ესროლონ” – თქვა ლუქსემბურგელმა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პოლიციამ სამი სირიელი ტერორისტებთან კავშირის გამო დააპატიმრა
შემდეგი სტატიაეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა 15 სექტემბერს გაიმართება