ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზებს გულზე მოხვდათ

ალექსანდრე ლუკაშენკოსა და გიორგი მარგველაშვილს შორის 24 აპრილის შეხვედრაზე ხელმოწერილ იქნა ერთობლივი განცხადება, სადაც, ქართული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოებრივი საზღვრების ხელშეუხელობაზეა საუბარი…

ამ ფაქტთან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო შსს სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს:
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი, სუვერენული და საერთაშორისო ქვეყნების მიერ აღიარებული ქვეყნებია, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვს მსოფლიო დონეზე. აფხაზეთი აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო ურთიერთობებს, იძენს ახალ პარტნიორებს და მოკავშირეებს. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება გაეროს წევრ ქვეყანასთან რუსეთის ფედერაციასთან არსებული ურთიერთობებია, რომელიც აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორია, ასევე სხვა ქვეყნები, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს“ – ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ,,24 აპრილს საქართველო-ბელორუსს შორის ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება თბილისის პრეტენზიებს ადასტურებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებისადმი, როგორც საკუთარი ტერიტორიებისადმი და შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ მეზობლებს ახსენებს რომ ე.წ. „ტერიტორიული მთლიანობა“ იმ ფორმატში, როგორიც ეს 1993 წლამდე იყო, აღარ არსებობს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ისევ სტერეოპტოიპებით და გარდასული წლების მოგონებებით ცხოვრობს და ცდილობს არა მხოლოდ შეინარჩუნოს „ტერიტორიული მთლიანობა“, არამედ სხვა ქვეყნებსაც აიძულებს ამასთან დაკავშირებით დოკუმენტებზე მოაწერინოს ხელი,, – ნათქვამია აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმოვაჭრის მიერ დაკავებული 1 კვ.მ-ის საფასური თვეში, სავარაუდოდ, 5-დან 30 ლარამდე იქნება
შემდეგი სტატია,,გაჩნდით მაშინ, როცა მოხვედით ხელისუფლებაში და გაქრებით იმ წამს, როცა დაკარგავთ ხელისუფლებას ,, ირინა სარიშვილი – ხელისუფლებას