ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინის მებრძოლები ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანრ ლუკაშენკომ თავდაცვის მინისტრთან ვიქტორ ხრენინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “ვაგნერის” დაჯგუფება ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს გამოცდილებას გაუზიარებს და “კვალიფიკაციის ამაღლებაში” დაეხმარება.

“ახლა ლაპარაკი და ლაქლაქია “ვაგნერი, ვაგნერი, ვაგნერი” ხალხს არ ესმის, რომ ჩვენც პრაგმატულად მივუდგებით ამას. მათი მეთაურები რომ მოვიდნენ ჩვენთან და დაგვეხმარონ… გამოცდილებაა. ისინი ფრონტის ხაზზე არიან. ისინი გვეტყვიან რა არის ახლა მნიშვნელოვანი… ისინი იარაღზე იტყვიან, თუ რომელი მუშაობდა კარგად, რომელი არა. ტაქტიკა, იარაღი, ასევე გვეტყვიან როგორ დავიცვათ თავი, ეს ყველაფერი ფასდაუდებელია. ეს არის ის, რაც უნდა ავიღოთ ვაგნერელებისგან.” – ამბობს ლუკაშენკო.

banner
წინა სტატიაშიოლიგარქმა ივანიშვილმა, დენდროლოგიური პარკი, რომელიც ხალხისთვის უნდა ეჩუქებინა, ცოლს აჩუქა – კაპანაძე
შემდეგი სტატიაონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის მშენებლობა დაიწყო