ლუკაშენკოს შვილს ქვეყნის მართვა არ სურს

ბელორუსის პრეზიდენტის უმცროსმა შვილმა ნიკოლაი ლუკაშენკომ თავის გეგმებზე ისაუბრა მედიასთან.
“გულწრფელად, ძალიან არ მინდა პრეზიდენტი გავხდე” – 12 წლის მოზარდმა ბელორუსის ტელევიზიის ეთერში თქვა და დაამატა, რომ ის ექიმის ან სამხედრო კარიერაზე ფიქრობს.
სექტემბერში ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განმარტა, თუ რატომ არ ჩანს მისი შვილი ისე ხშირად, როგორც მანამდე. მისი თქმით, ნიკოლაი სკოლაში სწავლას უთმობს დიდ დროს და განმარტა, რომ მას არა აქვს სურვილი, გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ალექსანდრე ლუკაშენკო თითქმის ყველა ოფიციალურ წვეულებაზე ატარებდა ნიკოლაის. ბიჭი შეხვდა ვლადიმირ პუტინს, ვიქტორ იუშენკოს, ბარაკ ობამას. ის იდგა ტრიბუნაზე სამხედრო აღლუმებისას, დსთ-ს სამიტებში იღებდა მონაწილეობას, იყო გაეროს ასამბლეაზე, სოჭის და პეკინის ოლიმპიადებზე.

banner
წინა სტატიაშიანკარა სირიაში ჰაერიდან მხარდაჭერას ითხოვს
შემდეგი სტატიაალეპოში ტერორისტების მიერ მოკლული სირიელების სასაფლაო აღმოაჩინეს