ლუკაშენკოს პუტინი მედვედევში შეეშალა

ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს მის რუს კოლეგასთან შეხვედრისას სახელი შეეშალა და პრემიერ-მინისტრის სახელით მიმართა – წერს ადგილორივი მედია.
“პატივცემულო დიმიტრი ანატოლის ძევ” – მიმარტა პუტინს ლუკაშენკომ გაფართოებულ შეხვედრაზე, თუმცა, მაშინათვე გამოასწორა: “პატივცემულო ვლადიმირ, ვლადიმირის ძევ, პატივცემულო დიმიტრი ანატოლის ძევ” – დაიწყო მან ხელახლა.
პუტინმა ლუკაშენკოს შეცდომას იუმორით უპასუხა: “მართალია, ფული ხომ თავის ადგილზეა” – თქვა მან – მხედველობაში ქონდა ის, რომ საბიუჯეტო დაფინანსების განკარგვას რუსეთის ფედერაცია უხელმძღვანელებს.
“არა, ამის გამო არა” – უპასუხა ლუკაშენკომ.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკო და პუტინი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც კრემლის საიტზეა ნათქვამი, ლიდერებმა რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობების პერსპექტივები და საერთაშორისო მდგომარეობა განიხილეს.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ქვეყნის ხელისუფლების პროდასავლური პოლიტიკის საწინაარმდეგო კამპანია”
შემდეგი სტატიაგერმანიის პარლამენტმა მიგრანტების მიღების წესები გაამკაცრა