ლუკაშენკომ ჟურნალისტებს არასანქცირებულ მიტინგებზე მუშაობა აუკრძალა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რამდენიმე კანონს ერთად მოაწერა ხელი, რომელიც ჟურნალისტების მუშაობას ზღდუდავს. ბელორუსის მთავრობამ უფლება მიიღო ქვეყანაში გათიშოს ინტერნეტი, ტელევიზია და რადიო. ცალკე მიტინგებისა და დემონსტრაციების შემზღუდავი ზომები შემოიღეს: ჟურნალისტებს არასანქცირებული დემონსტრაციებიდან ჩართვების გაკეთება ეკრძალებათ – “ბიბისი” წერს.

კანონში “ელექტროკავშირების შესახებ” წერია, რომ იმისათვის, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას საშიშროება არ შეექმნას, მთავრობას შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გათიშოს ინტერნეტი, ტელევიზია და რადიო. ამავე დროს, კანონში განმარტებული არ არის რა მოქმედებები იგულისხმება ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროებად. კანონი ადრეც უკრძალავდა ჟურნალისტებს არასანქცირებული მიტინგიდან ინფორმაციის გამოქვეყნებას, მაგრამ მისთვის გვერდის ავლა მარტივი იყო და დამოუკიდებელი მედია ინტერნეტში ონლაინ-რეჟიმში აშუქებდა პროტესტს, თუმცა, თავს არიდებდნენ ადგილისა და დროის დაანონსებას.

კანონების ახალი პაკეტით ჟურნალისტებს უკვე აღარ შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრის გამოკითვის შედეგები გამოაქვეყნონ, თუკი ის ქვეყანაში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობას შეეხება.
მიუხედავად მრავალი აკრძალვისა, რომელიც 2020 წლიდან ინტენსიურად ხდება ბელორუსში, ექსპერტები ამბობენ, რომ ახლადმიღებული კანონები ყველაზე საშიში პრეცენდენტია.

banner
წინა სტატიაშიანა ბუჩუკური: სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით მეგობარი ქვეყნებისგან მწვავე შეფასებები მოვისმინეთ
შემდეგი სტატიაბობ დილანს დღეს 80 წელი შეუსრულდა