ლუკაშენკომ უკრაინის ჯარის მოქმედება შეაქო

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის ჯარის მოქმედება შეაქო. „მათ ძალზე ეფექტიანი მობილური ჯგუფები ჰყავთ. ისინი მოულოდნელად უახლოვდებიან მოწინააღმდეგეს, რომელსაც რიცხობრივი უპირატესობა გააჩნია და ზუსტ დარტყმებს ახორციელებს. ხშირად დარტყმები რუსული ძალების ზურგში ხორციელდება“ – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა. ინფორმაციას news.pn/ru ავრცელებს.

ლუკაშენკოს თქმით, საბჭოთა სამხედრო ტექნიკა საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა. “უკრაინულ კონფლიქტში აქტიურად გამოიყენება ტანკი „ტ-72“. ჩვენს გვყავს ასეთი მოდერნიზებული ტანკები და ეს კარგი იარაღია. მსუბუქად დაჯავშნილი ავტომობილებმა „კაიმანებმა“ კი შეიარაღებული ძალების მობილურობას უნდა შეუწყოს ხელი“ – ამბობს ბელარუსი დიქტატორი.

banner
წინა სტატიაშიკრემლი რომ არ დამცირებულიყო შევეგუეთ ჩეჩნების ხოცვას, საქართველოს ნგრევას, ალეპოს განადგურებას…. – გლუკსმანი
შემდეგი სტატიაჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წელს ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია, ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო – წულუკიანი