ლუკაშენკომ საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზად სარეცხი ფხვნილის უქონლობა დაასახელა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზი სარეცხი ფხვნილის უქონლობა იყო.
“საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზი? ნუ იგონებთ რაღაცეებს – სარეცხვის ფხვნილი არ იყო” – მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს თქვა პრეზიდენტმა.
მან გაიხსენა, რომ თვითონაც არა ერთხელ იდგა რიგში, რომ 10-20 ცალი უცხოური სარეცხი ფხვნილის ეყიდა.”საკუთარი არ გვქონდა. როგორ გამოვიდოდა სარეცხი ფხვნილის გარეშე?” -აღნიშნა მან.
30 სექტემბერს ბელორუსის პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირის დაშლას “კატასტროფა” უწოდა.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარა
შემდეგი სტატიასავჩენკო “ცხვარი დეპუტატების” გამო, შესაძლებელია, დაისაჯოს