ლუკაშენკომ პრეზიდენტის უფლებების ნაწილი მთავრობას და ადგილობრივ ხელისუფლებებს გადასცა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშეკომ ხელი მოაწერა დეკრეტს, რომელიც პრეზიდენტის უფლებების ნაწილის მთავრობისთვის და ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის გადაცემას გულისხმობს – 22 ივლისს ლუკაშენკოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა. საუბარია უფლებამოსილებაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებაზე სახელმწიფო საკუთრების აქციების დამატებით გამოცემას ეხება, ასევე, საუბარია ადმინისტრატიულ-ტერიტორიულ ერთეულებში
კომპანიების პრივატიზაციაზე.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსში დაწყებული არეულებები დღემდე გრძელდება.

banner
წინა სტატიაში“ბრექსიტი”: ევროკომისიამ ირლანდიის პროტოკოლთან დაკავშირებით ჯონსონის თხოვნა არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური „პირდაპირ გეტყვით ჩემთვის ძალიან მძიმე იყო თუნდაც იმ კადრების გაშვება, რისი გავრცელებაც ბრიფინგებზე მოგვიწია“