ლუკაშენკომ ენერგიის ალტერნატიული წყაროს გამოგონება მოითხოვა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მაგილევსკის ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი სურვილია მეცნიერებმა ენერგიის ახალი წყარო გამოიგონონ – პრეზიდენტს საინფორმაციო სააგენტო “ბელტა” ციტირებს.
“რომ მუხლებზე ჩოქვამ არ მოგვიწიოს, ჩვენს ძმებთანაც კი, და ტონობით ნავთობისა და კუბომეტრობით გაზის თხოვნა არ მოგვიხდეს” – განმარტა ლუკაშენკომ. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ფაბრიკა-ქარხნები ზოგჯერ ახალი გამოგონებების დანერგვაზე უარს ამბობენ. “ეს ასე არ უნდა მოხდეს” – თქვა ბელორუსის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვდა და მინსკს შორის საწვავის შესახებ დავა 2016 წლის იანვრიდან მიდის. მაშინ ბელორუსმა რუსეთისგან საწვავზე ფასის გაიაფება მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი NB8-ის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს შეხვდა
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პოლიციამ ევროპელი პოლიტიკოსებისათვის განკუთვნილი რვა ბომბი-ამანათი იპოვა