ლუკაშენკომ ძალოვანებს საბრძოლო ტექნიკის გამოყენების უფლება მისცა

ორშაბათს, 17 მაისს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა “ბელორუსის რესპუბლიკაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხების შესახებ კანონში ცვლილებებს”. ახალი კანონით, “მასობრივი არეულობებისას” შინაგან საქმეთა ორგანოებს უფლება ეძლევათ გამოიყენონს იარაღი, ფიზიკური ძალა, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკა. ამასთანავე, სამართალდამცველები პასუხს არ აგებენ ამ ტექნიკის მიერ მიყენებულ ზიანზე.

ახალი კანონის მიხედვით, ძალოვანებს უფლება ეძლევათ მოქალაქის დაკავებისას ის, მისი ნივთები და სატრანსპორტო საშუალება გაჩხრიკონ. შსს-ს თანამშრომლებს ფიზიკური პირების თანხმობის გარეშე შეეძლებათ მათზე ინფორმაცია მოიპოვონ. მათ უფლება აქვთ მოქალაქეებს აუდიო და ვიდეო გადაღება აუკრძალონ – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

2020 წლის აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, ბელორუსში მასობრივი საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. აგვისტოდან დაკავებულია დაახლოებით 30 ათასი პირი, მათ შორის ჟურნალისტები.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: “ქართული ოცნება” შუღლის გაღვივებაზე დგას
შემდეგი სტატიაგერმანიაში “ტესლას” ქარხანა რამდენიმე თვეში დაიწყებს მუშაობას