ლუკაშენკომ ჩინოვნიკებს დაავალა საკუთარი ნათესავები 1 აპრილამდე დაასაქმონ

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სახელმწიფო მოხელეებს დაავალა პირველ აპრილამდე დაასაქმონ საკუთარი უმუშევარი ნათესავები, მეუღლეები და საყვარლები – ადგილობრივი “ბელტა” წერს.
“ჯერჯერობით სახელმწიფო მოსამსახურეებს და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებს ქვეყანაში მივმართავ: გთხოვთ, დაასაქმეთ საკუთარი ქმრები, ცოლები, საყვარლები, ახლობლები და ოჯახის წევრები. თუკი ისინი შრომისუნარიანები არიან, მაქსიმუმ 1 აპრილამდე უნდა დაიწყონ მუშაობა” – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა ქვეყნის განვითარების შესახებ სპეციალურ სხდომაზე.

გუშინვე, სხდომის დაწყებამდე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თავის ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემას მაისამდე მოხსნის. მისივე განკარგულებით, უმუშევრობის შესახებ კანონი, რომელიც დაუსაქმებელ პირს გადასახადის გადახდას ავალდებულებს, ერთი წლით შეჩერდება.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში აღნიშნული კანონის წინააღმდეგ აქციები გაიმართა. აღნიშნული გადასახადი 470 ათასი-დან 46 ათასმა დაუსაქმებელმა გადაიხადა.
ლუკაშენკომ დეკრეტს 2015 წლის აპრილში მოაწერა ხელი. მის თანახმად, ყველა შრომისუნარიანმა, მაგრამ უმუშევარმა ადამიანმა, რომელთაც ერთ წელში გადასახადი 6 თვის მანძილზე არ გადაუხდიათ, წლიური 250 დოლარი უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

banner
წინა სტატიაშიშოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დრო გამოცხადდა
შემდეგი სტატიაპოლონეთმა ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ დოკუმეტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა