ლუკაშენკომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას „ინგლისელების მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“ უწოდა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას „ინგლისელების მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მასალების მიწოდება შეუძლია.

„ყველა ყვირის: უნდა შემოგვეტანა სანქციების მორიგი პაკეტი, ეს ცნობილია. ჩვენ დღეს განვიხილეთ მათი სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ინგლისელებმა. რუს მეგობრებთან ერთად ჩვენ მთლიანად – პირველიდან ბოლო საათამდე გავხსენით დასავლეთის ეს საზიზღარი ამაზრზენი პოზიცია. თუ თქვენ გჭირდებათ მისამართები, პაროლები, გარეგნობა, ავტომობილების ნომრები და მარკა, რომლითაც ჩავიდნენ ბუჩაში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს შეუძლია მოგაწოდოთ ეს მასალა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დააჯარიმებენ