ლუკაშენკომ “ბოევიკების დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებიც “პროვოკაციას აწყობდნენ”

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის სამართალდამცველებმა “ათობით ბოევიკი დააკავეს, რომლებსაც ქვეყანაში პროვოკაციის მოწყობა უნდოდათ”. მისი თქმით, ბოევიკებმა “სწავლებები ბანაკებში იარაღით გაიარეს”. გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, ბელორუსმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერა უკრაინის საზღვართან.
ლუკაშენკოს განცხადება ქვეყანაში დაძაბულობის ფონზე გაისმა, რომელიც მარტის დასაწისიდან მოყოლებული ე.წ. “პაარზიტობის გადასახადის” წინააღმდეგ მიდის.
როგორც ბელორუსის სასაზღვრო კომიტეტი აცხადებს, უკრაინასთან საზღვარზე მანქანების და დოკუმენტების შემოწმება მიმდინარეობს. მესაზღვრეების გუშინდელი განცხადებით, მათ დააკავეს მანქანა, სადაც, თითქოსდა ტროტილის მსგავსი ნივთიერება და იარაღი იყო.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. “პარაზიტობის დეკრეტი” ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც წლის განმავლობაში 6 თვის მანძილზე არ მუშაობენ. ისინი, დეკრეტის მიხედვით, ვალდებული არიან უმუშევრობის გადასახადი 200 დოლარი გადაუხადონ სახელმწიფოს. დეკრეტის გამო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჟენევის მოლაპარაკებებში სირიელი ამბოხებულებიც მიიღებენ მონაწილეობას
შემდეგი სტატიაშენგენის ზონის წესები აფხაზურ ენაზე ვრცელდება