21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ლუკაშენკო უკრაინას: ჩვენი ომში ჩათრევის შემთხვევაში, კონფლიქტის ხარისხი შეიცვლება

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განცხადა, რომ მინსკში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლებს შეხვდა. ლუკაშენკოს თქმით, მან უკრაინული მხარე კონფლიქტის შესაძლო ესკალაციასა და ბელარუსის ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ გააფრთხილა.

ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ამ გზავნილს უკვე უპასუხა და კიევში არსებულ რეალობას აცნობიერებენ:

„მათ ცოტა ხნის წინ შევხვდი. მე მათ ვუთხარი: „ბიჭებო, თქვენს პრეზიდენტს გადაეცით: თუ ფიქრობს, რომ ჩვენთან ასე საუბარი და შემდეგ ჩვენი ომში ჩათრევა შეიძლება, მან უნდა გაიგოს, რომ ომის ხარისხი სწრაფად შეიცვლება. ეს ომის სრულიად სხვაგვარი იქნება… უკრაინაში ესმით, რომ ბელარუსის კონფლიქტში ჩათრევა არ შეიძლება“, — განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაში“ან გამარჯვება, ან სიკვდილი — ხალხო, გაიღვიძეთ!”- მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაონლაინ თამაშების საერთაშორისო ორგანიზებაში საქართველოს მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას