ბელორუსიის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო თავისი ოჯახისთვის აფხაზეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს 300 ნომრით, სამედიცინო სპა შენობითა და ტალახის წყაროებით,- ამის შესახებ ბელორუსმა პოლიტოლოგმა დიმიტრი ბოლკუნეცმა ისაუბრა აფხაზეთის ახალი ამბების პორტალზე, ტელეგრამის არხზე, რომელიც აქვეყნებდა დოკუმენტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, აფხაზი ოფიციალური პირების ოფისებში იყო ნაპოვნი.
„ასევე იგეგმება სამი რესტორნის, დახურული და ღია საცურაო აუზის, საბავშვო ზონის, სპორტული მოედნებით და 8 ცალკე VIP სახლის განთავსება. ისინი გეგმავენ კომპლექსის მახლობლად მინიმუმ ორი ნავმისადგომის აშენებას, რომელთაგან ერთი იქნება VIP იახტებისთვის,წერს ბოლკუნეცი.
13 ოქტომბერს ბელორუსის კვლევითმა ცენტრმა (BRC) გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, მის მიერ კონტროლირებად კომპანიას გადაეცა 20 ჰექტარი მიწა „მსხვილი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად“- სანატორიუმის და საკურორტო კომპლექსის მშენებლობა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში იგეგემება.