ბელარუსის პრეზიდენტი სომხეთს ურჩევს, დაფიქრდეს, შეძლებს თუ არა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბაზრის ევროკავშირის ბაზრით ჩანაცვლებას. ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში მონაწილე სამთავრობო დელეგაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა
“თუ ევროკავშირში შესვლა გადაწყვიტე, აბა, სად გეჩქარება? მკაფიოდ გაქვს განსაზღვრული, სად წაიღებენ შენს კონიაკს, სად წაიღებენ შენს ბოსტნეულსა და ხილს? რა მოცულობით? თუ დარწმუნდი იმაში, რომ საფრანგეთი შენს კონიაკს იყიდის – თავისას რა უყონ არ იციან, მაგრამ შენსას იყიდიან – ძალიან კარგი, წადი. მაგრამ რატომ გარბიხარ? რატომ აყენებ ეტლს ცხენზე წინ?” _ განაცხადა ლუკაშენკომ.








