ლუკაშენკო სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებით მზად არ არის, რადგანაც ეს საკითხი რეფერენდუმზე უნდა იქნას გატანილი. “მე რასაც არ უნდა ვფიქრობდე, ჩვენ გვქონდა რეფერენდუმი. ამიტომ მე თქვენ ვერ გაგაოცებთ, სიკვდილით დასჯას მე ვერ გავაუქმებ. ეს შეკითხვა ხალხისკენ არის მიმართული” – თქვა ლუკაშენკომ მინსკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც რუსი ჟურნალისტებისთვის გამართა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის მძიმეა ხელი მოაწეროს დოკუმენტებს, რომელიც სიკვდილის აღსრულებას ეხება, მაგრამ ის ყოველთვის დეტალურად ეცნობა სისხლის სამართლის საქმეს.
ბელორუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა დღემდე მოქმედებს. 1996 წლის რეფერენდუმზე, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხებოდა, მოქალაქეთა 80-მა პროცენტმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯას დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე:ახალი პრეზიდენტის ინაუგურციისთვის ვემზადებით და პირველი პრეზიდენტის და მეორე რესპუბლიკის ფუძემდებლის, ეროვნული გმირის ზ. გამსახურდიას შვილები შიმშილობენ სავსებით სამართლიანად
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ზვიად გამსახურდია არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიმბოლო!