ლუკაშენკო – რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი დაწყებულია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი დაწყებულია. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„რუსეთის მიერ მიწოდებული იარაღი სამჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ს მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ჩამოგდებული ბომბები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ქვეყანამ რუსეთისგან უკვე მიიღო შესაბამისი ბომბები და რაკეტები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან ეს რუსეთის ფარგლებს გარეთ ბირთვული იარაღის განთავსების მოსკოვის პირველი ნაბიჯია.

banner
წინა სტატიაშიდარჩიაშვილი პრემიერის შარლ მიშელთან შეხვედრაზე – პირისპირ ორმა ლიდერმა ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, იმ გზაზე, რომელსაც საქართველო გადის ამ რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში
შემდეგი სტატიარაკეტებში ვხვდებით დასავლური წარმოების მიკროელექტრონიკას, არ არის დრო დაიხუროს სანქციების პაკეტებში აშკარა ხარვეზები? – პოდოლიაკი