ლუკაშენკო: რუსეთის ზეწოლას არ მოვითმენთ… ის უკვე ზღვარს გასცდა…

ევროკავშირი ბელოსრუსს სანქციებს შეუჩერებს

14429186_644732602353597_1468596899_nბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ, მოკავშირე რუსეთის სახელმწიფო მდივან გრიგორი რაპოტასთან შეხვედრის დროს გამოთქმულ მოსაზრებებს ეხება, თავად ბელორუსულმა პრესამ შეაფასა, როგორც ლუკაშენკოს მიერ რუსეთის ,,გაზის პოლიტიკის,, პოზიციისადმი მიყენებული დამანგრეველი დარტყმა და ევრაზიული კავშირის დატოვების მუქარა…
,,მე არ მინდა დავმალო და არც დავმალავ იმას, რომ ბელორუსში ძალიან ბევრი კრიტიკა დაგროვდა როგორც ორ ქვეყანას შორის ინტეგრაციული პროექტების, ასევ ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ს საკითხებში,,- აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთში მისი ქვეყანა წელს უფრო მეტ პროდუქტს ჰყიდის, ვიდრე შარშან, თუმცა შემოსავალი გასულ წელთან შედარებით ნაკლებია… ,,ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მეტი საქონლის – გაცილებით დაბალ ფასში გაყიდვა გვიწევს… რა მოგება აქვს აქედან ბელორუსს? პრაქტიკულად არანაირი…,, აღნიშნავს ბელორუსის პრეზიდენტი.
,,რამდენიმე თვეა, რაც ვერ ვახერხებთ, რუსეთთან გაზის ფასზე შეთანხმებას… ამის ფონზე კი, რუსეთმა ნავთობის მიწოდება შეუმცირა ბელორუსს… ამას კი ჩვენ გავიხილავთ როგორც ზეწოლას ბელორუსზე… ზეწოლას კი – მე არ მოვითმენ.. და არც ბელორუსი,, აცხადებს პრეზიდენტი ლუკასენკო რუსეთის წარმომადგენელთან საუბრისას.
,,ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტების, კონკრეტულად კვების პროდუქტების, რომელსაც ჩვენ ევროკავშირსაც ვაწვდით, რუსეთში შეტანის დაბლოკვა ხდება… რუსეთში ისინი რატომღაც უხარისხოა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი კარგი ხარისხის პროდუქტები, რომელსაც მისაღებ ფასში გაწვდით, სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი რუსი ოლიგარქების ჯიბეებს ურტყამს… ისინი კი რუსეთის მთავრობას აწვებიან (თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით) და მთავრობა ჩინოვნიკებს აძლევს ბრძანებას ,,ეცი,, რომ ჩვენი პროდუქტები დაიბლოკოს,,- აღნიშნა გრიგორი რაპოტასტან საუბრისას ალექსანდრ ლუკაშენკომ.
,,რატომ ვამბობ ყველაფერს ამას ასე ღიად… იმიტომ რომ უკვე მოგვბეზრდა… იმიტომ რომ ეს ყველაფერი ზღვარს გადასცდა. ასე გაგრძელება არ შეიძლება,, განაცხადა ლუკაშენკომ მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენელთან და რუსეთს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებითაც დაემუქრა…
,,მე გავეცი განკარგულება ჩემს მთავრობას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას… რათა ჩვენ დავიწყოთ სერიოზული ანალიზი იმისა, ღირს თუ არა ჩვენი მონაწილეობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა… რატომ უნდა ვარჩინოთ ამ უსარგებლო ორგანიზაციის ათასამდე ჩინოვნიკი? რა შედეგი გვაქვს? რატომ უნდა ვუხადოთ ფული და რატომ შევინახოთ მოსკოვში მაღალი კლასის სპეციალისტები? ამ ორგანიზაციაში ჩვენ უკვე ვარღვევთ ყველაფერს, რაზეც შევთანხმდით,, აცხადებს ბელორუსის პრეზიდენტი.
,,ჩვენ არ ვაპირებთ ორთქმავლის წინ რბენას… ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით შევწყობოდით ჩვენს მეზობლებს, მაგრამ ჩვენ საკუთარი ინტერესებიც გვაქვს,, განუცხადა ლუკაშენკომ მოკავშირე რუსეთის წარმომადგენელს და სთხოვა მას, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა უფრო აქტიურად ჩართოს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში.

banner
წინა სტატიაში(video) “ისლამური სახელმწიფოს” რუსი ტყვე-ოფიცრის მიმართვა პუტინს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა