29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ლუკაშენკო: რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ხალხები ადრე თუ გვიან მაინც ერთად იქნებიან

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ხალხები „ადრე თუ გვიან მაინც ერთად იქნებიან“. მისი თქმით, ამ პოზიციის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლებსაც პირადად აცნობა.

ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი და ბელარუსი საერთო სამშობლოს წარმოადგენენ და მათ ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება:

„ჩვენი ხალხები ერთად იქნებიან, ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით. დრო მოვა, გონს მოვეგებით და ურთიერთობებს მოვაგვარებთ… ჩვენი ბრალი არ არის, რომ აქ ორი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. თუმცა ეს მეგობრული, ძმური სახელმწიფოებია და ვფიქრობ, არ არსებობს ძალა, რომელსაც ამ ერთიანობის დაშლა შეუძლია“, — განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ “შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა
შემდეგი სტატია“მეც დასანქცირებული ვარ კანონისთვის მხარდაჭერის გამო”- ვიქტორ ჯაფარიძე