ბელორუსიის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთი „არასდროს დათანხმდება“ უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას.
როგორც ბელორუსიის ლიდერმა აღნიშნა,ნებისმიერ წინადადებას, რომელიც უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას გულისხმობს, რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება.
„რუსეთი არასოდეს დათანხმდება ამას. ყოველ შემთხვევაში, ეს არის რუსეთის პოზიცია დღეს. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, გერმანია და საფრანგეთი, ამჟამად ძალიან აგრესიულ პოზიციას იკავებს“, – აღნიშნავს ლუკაშენკო.