ლუკაშენკო: ომი აღარ უნდა გაგრძელდეს, მისი დასრულება უკრაინაზეა დამოკიდებული

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან კონფლიქტის გაგრძელება ბირთვულ ომამდე მივა, რაც მისი თქმით უფსკრულია. ამის შესახებ პრეზიდენტმა AFP-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ლუკაშენკო ასევე აცხადებს, რომ ომის დასრულება უკრაინაზეა დამოკიდებული, თუმცა „უკრაინას არავინ მისცემს უფლებას, ომი დაასრულოს“.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ახლა მთავარი რუსეთის უსაფრთხოებაა და უკრაინამ მოლაპარაკებებისას უნდა დადოს პირობა, რომ რუსეთს საფრთხეს არასდროს შეუქმნის.

„მოდით, გავჩერდეთ. ჩვენ აღარ უნდა წავიდეთ უფრო შორს. უფრო შორს უფსკრულია, ბირთვული ომი. ამასთან მისვლა არაა საჭირო. ეს ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული. ახლა ამ მომენტის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ეს ომი უკრაინისთვის უფრო მისაღები პირობებით შეიძლება დასრულდეს. მაგრამ უკრაინას არავინ მისცემს ომის დასრულების უფლებას.

უკრაინა უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დათანხმდეს, რომ რუსეთს არასდროს დაემუქრება და არ ექნება ისეთი იარაღი თავის ტერიტორიაზე, რამაც შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიას საფრთხე შეუქმნას. ეს არის მთავარი რამ. დენაციფიკაცია და ასე შემდეგ – ეს ფილოსოფიაა, დამიჯერეთ, ეს ფილოსოფიაა. მთავარი რუსეთის უსაფრთხოებაა“ – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ AFP-სთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაში3 პატიმარი შევიწყალე და დამთავრდა”, – როგორ პასუხობს პრეზიდენტი კითხვას გვარამიაზე
შემდეგი სტატიაკობახიძე ზურაბიშვილზე: განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს