რუსული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა და პუტინს შეხვდა.
“ბელარუსი ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რესპუბლიკაა ომის დროს“,-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკოსთან შეხვედრისას.
გამოცემის ცნობით, პუტინი და ლუკაშენკო კრემლში მოლაპარაკებებს მართავენ. მოსალოდნელია, რომ სახელმწიფოს მეთაურები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და სხვა საკითხებს განიხილავენ. ასევე, ბელარუსის პრეზიდენტი მონაწილეობას 9 მაისის ღონისძიებაში მიიღებს. ნაკლების
















