ლუკაშენკო – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ურყევი ნება წარმატებით გადალახავს არსებულ წინააღმდეგობებს

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ ხალხს, ბელარუსი ხალხის სახელით და პირადად, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ბელარუსი და ქართველი ხალხების იდენტური ღირებულებები, რომელიც ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებს, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულს და ჩვენს მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილს, ეფუძნება უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“, – ნათქვამია მილოცვაში.

ლუკაშენკოს თქმით, დარწმუნებულია, რომ ასეთი სულიერი სიახლოვე, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას ყველა სფეროში.

“დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე და ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა, არსებულ წინააღმდეგობებს”, – აღნიშნულია ლუკაშენკოს მილოცვაში.

ბელარუსის პრეზიდენტი ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად მშვიდობას, გამძლეობას და გამბედაობას

banner
წინა სტატიაშიმონტენეგროს საგარეო უწყება – საქართველოს და მის ხალხს საუკეთესოს ვუსურვებთ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასომხეთში წყალდიდობის გამო, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია